მატჩის წინ: გერმანია-საქართველო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატჩის წინ: გერმანია-საქართველო


11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, "რედ ბულ არენაზე", ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მატჩში, გერმანიის ეროვნული ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. გერმანელებს აუცილებლად სჭირდებათ ხვალინდელ მატჩში გამარჯვება, რათა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ. საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ჯგუფში აღარანაირი ამბიცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ შესარჩევი ციკლი ღირსეულად დაასრულონ. პირველი წრის მატჩი, რომელიც 29 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართა, მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, 0-2 დასრულდა. გოლები მარკო როისმა და თომას მიულერმა გაიტანეს. მაშინ კახაბერ ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა. ამ დროის განმავლობაში, "ჯვაროსნებმა" სათამაშო სტილი და ტაქტიკა შეიცვალეს და მოსალოდნელია, რომ "რედ ბულ არენაზე" პუბლიკა სტუმრებისგან სხვა სტილის ფეხბურთს იხილავს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, მათ განაცხადეს, რომ ამ მატჩის მოგებას ყველანაირ სიტუაციაში აპირებენ. აღიარებენ, რომ რთული მატჩი ელით, მაგრამ აუცილებლად მოსაგები. "გერმანული მანქანის" დაუნდობლობის შესახებ კი ყველამ კარგად იცის. საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ აღნიშნა, რომ გიბრალტარის წინააღმდეგ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, გერმანიასთან მატჩისთვის და ამ სიტყვების საფუძველზე, უნდა ველოდოთ ცვლილებებს "ბუნდესთიმის" წინააღმდეგ.

ურთიერთშეხვედრები

ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში ჩატარებული მატჩების გარდა, საქართველო და გერმანია ერთმანეთს კიდევ 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. ევრო 1996-ის შესარჩევზე, სადაც ორივე შემთხვევაში, გამარჯვება ჩვენს მოწინააღმდეგეს დარჩა. ასევე, 1995 წლის 29 მარტს გამართულ შეხვედრაში, იურგენ კლინსმანის გოლებით საქართველო 0-2 დამარცხდა, ხოლო 6 სექტემბერს, ქალაქ ნიურბერგში გამართულ დაპირისპირებაში, გერმანიამ 4-1 მოიგო. ჩვენი მხრიდან გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა, ხოლო მეტოქეებიდან, მიულერმა, ციეგემ, კირსტენმა და ბაბელმა.

დანაკლისები

• გერმანიის ნაკრებს ტრავმის გამო მარიო გიოტცე და ბასტიან შვაინშტაიგერი ვერ დაეხმარებიან. • რაც შეეხება საქართველოს, მათ არ ეყოლებათ ხვალინდელ შეხვედრაში ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე და ბუბა დაუშვილი, ტრავმის გამო.

წინასამატჩო კომენტარები

bastilow-cropped_15lu0cemfpphc17i5rousy8r9b ლიოვი: "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ირლანდიაში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ირლანდიასთან მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომავალ დაპირისპირებაზე უნდა გადავერთოთ. ჩვენი ნაკრების არც ერთ ფეხბურთელში არ იგრძნობა, რომ საქართველოსთან დაპირისპირებას ზედმეტად იოლად აფასებენ. მე ჩემი ფეხბურთელების ნებისმიერ სიტუაციაში მეიმედება. ჩვენი დაცვის ხაზი სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უკანასკნელ მატჩში მიუტევებელი შეცდომა დავუშვით". neuer "ირლანდიის წინააღმდეგ გოლი ვერ გავიტანეთ და წავაგეთ კიდეც. ახლა კი საქართველოს გავუტანთ, მოვიგებთ და ევროპის ჩემპიონატზეც გავალთ. ირლანდიის წინაღდეგ ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, უბრალოდ, არ გაგვიმართლა"       kaxa-cxadadze31 ბოლო მატჩია და სულ რომ არ სჭირდებოდეს გერმანიას, მაინც ყოველთვის მობილიზებულნი არიან. ძალიან მაღალი, მსოფლიო დონის ფეხბურთელები და პროფესიონალები არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეგინდელი მატჩი, იმ თვალსაზრისით, რომ დავინახოთ და შედარება გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, გერმანია პირველ ნომრად შეეცდება თამაშს, მაგრამ ჩვენც ვეცდებით, რომ ჩვენი შანსები ვეძებოთ, ასევე, მომენტებში ბურთიც გავაკონტროლოთ. შევეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

საქართველოს სავარაუდო შემადგენლობა

სავარაუდო

გერმანიის სავარაუდო შემადგენლობა

GOAL

მთავარი მსაჯი: ანტონ კრალოვეჩი(ჩეხეთი)

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები