კაშია: "გერმანიის ნაკრები ძლიერი გუნდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაშია: "გერმანიის ნაკრები ძლიერი გუნდია"


საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გერმანიასთან გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ხვალინდელ მატჩში იმას შევასრულებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავლებს. კახა ცხადაძის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ ახალ სისტემაზე ვმუშაობთ და გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ კიდეც. ჩვენ იმ პროცესში ვართ, როცა აქცენტი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა გავაკეთოთ. გერმანიის ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მათ შანსი აქვთ მსოფლიო ჩემპიონებთან დაპირისპირებაში ბევრი რამე ისწავლონ."

სფფ-ის პრესსამსახური, ლაიფციგი, გერმანია


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები