სიმეონე: "ახლა ჩვენთან გარდაქმნა მიმდინარეობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "ახლა ჩვენთან გარდაქმნა მიმდინარეობს"


სიმეონე:
არგენტინელი მწვრთნელი ამბობს, რომ ახლა "ატლეტიკო" გარდაქნის პროცესშია, ახალგაზრდა ფეხბურთელებით კომპლექტდება. "კორეამ ძალიან კარგად იმუშავა და ის ყველაფერი, რაც ახლა მის თავს ხდება, მისი დამსახურებაა. მან "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა და არ შეეშინდა. ანხელმა უკვე გაიტანა გოლი ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ის მთლიანად მზადაა დიდი ფეხბურთისთვის" , - ციტირებს სპეციალისტს Football Espana. "ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც არაფრის ეშინია. მას სისწრაფე და დრიბლინგი აქვს. ძალიან რთულია ამგავრი ფეხბურთელის პოვნა. ახლა ჩვენთან გუნდის გარდაქმნა მიმდინარეობს შემადგებლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. მათ ადაპტაცია უნდა გაიარონ და მოლოდინების გამართლება დაიწყონ" , - თქვა სიმეონემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები