"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ჩვენ არასდროს გვინდოდა ფეხბურთელებისგან თავის დაღწევა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ჩვენ არასდროს გვინდოდა ფეხბურთელებისგან თავის დაღწევა"


ენრიკე სერეზოს მიაჩნია, რომ მადრიდულ კლუბს მომავლისკენ ოპტიმიზმით ყურებისთვის ბევრი მიზეზი აქვს. "ის გუნდი არ ვართ, რომელსაც შეუძლია იტრაბახოს, რომ საქმე ყოველთვის ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო. სამაგიეროდ ჩვენს კლუბს ყოველთვის შეეძლო გულშემატკივრების იმედის ქონა" , - ციტირებს პრეზიდენტს Marca. "ბოლო 10 წლის განმავლობაში მშვიდად განვვითარდით და ჩემპიონთა ტიტულის მოგება შევძელით. ჩვენი პოლიტიკაა, არ დავხარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე გამოვიმუშავებთ. "ატლეტიკო" არამხოლოდ ჯილდოების მოგებას ისახავს მიზნად, არამედ იმასაც, რომ შემოსავლიანი კლუბი იყოს. ჩვენ არასდროს გვინდოდა ფეხბურთელებისგან თავის დაღწევა. ვინც ჩვენ დაგვტოვა, ეს საკუთარი სურვილით გააკეთეს. კლუბმა ახალი სასწავლო კოლპლექსისა და სტადიონის საძირკველი ჩაყარა. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული იქნება" , - დაამატა სერეზომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები