ყველაზე გამორჩეული გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყველაზე გამორჩეული გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატზე


ყველაზე გამორჩეული გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან წარმატებული გამოდგა. ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად შეძლეს ჯგუფში 2 თამაშის მოგება და 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გავიდნენ. დაძაბული გამოდგა ბოლო მატჩი ნამიბიის წინააღმდეგ. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ქართველებმა 17:16 დაამარცხეს მეტოქე. ინგლისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს უამრავი ქართველი გულშემატკივარი ესწრებოდა. მეტიც, ისინი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცნენ. რაგბის ოფიციალური გვერდი ყოველი კვირის ბოლოს ყველაზე გამორჩეული ქომაგების ფოტოებს დებდა. აღსანიშნავია, რომ აქედან რამდენიმე სწორედ ქართველია. ინგლისში მყოფი ქართველი გულშემატკივრები ყველაზე აქტიურები ახალ ზელანდიასთან გამართული მატჩის დროს იყვნენ. ისინი მთელი შეხვედრის მანძილზე არ გაჩერებულან და ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ "ბორჯღალოსნებს". 12027580_10153670453033688_6828736164509225979_n 12108238_10153711145352174_3090449525699372891_n 12006211_10153674047692174_2837424964400604585_n   12046905_10153669805688688_5232314014963236149_n 12072784_10153657731653688_5701798206514103840_n 12074799_10153666257963688_951299494660497139_n  

მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები