ლეგიონი. ჭანტურიას "დუისბურგისთვის" კვლავ გააქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგიონი. ჭანტურიას "დუისბურგისთვის" კვლავ გააქვს


სანაკრებო პაუზით კარგად სარგებლობს გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარი "დუისბურგი", რომელიც ამხანაგურ თამაშებს ატარებს. გიორგი ჭანტურიამ ოფიციალური მატჩის მერე, თავი ამჯერად სპარინგშიც გამოიჩინა. ჯინო ლეტიერის გუნდი ამჯერად რეგონალლიგის ბინადარ კიოლნის "ვიქტორიას" დაუპირისპირდა და უხვგოლიანი ფრე, 4:4 ითამაშა. იტალიელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩენილი ჭანტურია მეორე ტაიმი ათამაშა და გიორგიმაც ნდობა გაუმართლა. მან 65-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა (4:3), ხოლო გოლამდე 5 წუთით ადრე გროტეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ "ზებრები" ჭანტურიას მოედანზე გასვლამდე 0:3 აგებდნენ. "დუისბურგშია" ჩვენებური, ლაშა დვალიც, მაგრამ მას 13 ოქტომბერსს ესტონეთის 21 წლამდელთა ნაკრებთან მატჩი აქვს, ამიტომაც ახალგაზრდულ ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები