სტეფან დე ვრეი: "ხალხი ხშირად მაკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტეფან დე ვრეი: "ხალხი ხშირად მაკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედთან"


სტეფან დე ვრეი:
"ლაციოს" მცველმა, სტეფან დე ვრეიმ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე არ ფიქრობს. "ხალხი ხშირად მაკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" იმის გამო, რომ იქ ლუი ვან გაალია, მაგრამ მე "ლაციოსთან" ერთად გამარჯვება მინდა. მეჩვენება, რომ ახლა ყველა ჰოლანდიელ ფეხბურთელს აკავშირებენ "ემიუსთან", მაგრამ არასდროს ყოფილა რაიმე კონკრეტული. ტრავმა? იმედი მაქვს, მომავალ კვირაში დავიწყებ ვარჯიშს და "სასუოლოსთან" თამაშისთვის მზად ვიქნები" , - ციტირებს დე ვრეის Football Italia, Il Messaggero-ზე დაყრდნობით. მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ლაციომ" უარი თქვა დე ვრეის "ემიუში" 25 მლნ ევროდ გაყიდვაზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები