"ჯაბა ეს რა ჩაიდინე" - ლევან მჭედლიძის რეაქცია კანკავას გოლის შემდეგ. » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჯაბა ეს რა ჩაიდინე" - ლევან მჭედლიძის რეაქცია კანკავას გოლის შემდეგ.


ჯაბა კანკავამ გერმანიასთან მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მესუთ იოზილის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც პენალტი დაინიშნა და მსოფლიო ჩემპიონები დაწინაურდნენ. თუმცა, რამდენიმე წუთში ჩვენმა კაპიტანმა ულამაზესი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. გატანილი გოლის შემდეგ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელიც ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო ვერ ახერხებს თამაშს, საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. "ააა, ჯაბაა, ეს რა ჩაიდინე... ვამაყობ თქვენით!" - აი, ასეთი რეაქცია ჰქონდა "ემპოლის" შემტევს. okri

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები