ცხადაძე: "ეს იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, რაც საქართველოს მწვრთნელი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცხადაძე: "ეს იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, რაც საქართველოს მწვრთნელი ვარ"


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გერმანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გააკეთა. "პირველ რიგში, მინდა, მივულოცო გერმანელებს გამარჯვება და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს. ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს თამაშით. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონებს ასე ღირსეულად ვეთამაშეთ. მხოლოდ მომენტების შექმნაზე საუბარი არ არის. მათ ბევრი მომენტი ჰქონდათ. მათ წინააღმდეგ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ჩემს მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი სწორედ გერმანელების წინააღმდეგ გამართა. ვფიქრობ, გუშინდელი მატჩი იყო საუკეთესო, რაც საქართველოს მწვრთნელი ვარ", - აცხადებს ცხადაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები