ლიოვი: "ნაკრების თამაშით უკმაყოფილო ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიოვი: "ნაკრების თამაშით უკმაყოფილო ვარ"


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გერმანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰიმ ლიოვმა გააკეთა. "ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ უკმაყოფილო ვარ ნაკრების ბოლო ორი თამაშით. ჩვენ გვჭირდება მუშაობა, რათა ისეთ დონეზე დავბრუნდეთ, როგორზეც მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დიდი დროა დარჩენილი და აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე. გერმანიის ნაკრები სულ უტევს და მეტოქის ნახევარზეა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი ნაკრებები აქეთ შეგვიტევენ და ასეთი თამაშით წარმატებას ვერ მივაღწევთ. იქ დაცვითი სტილით არავინ გეთამაშება", - აცხადებს ლიოვი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები