ჰუმელსი: "ქართველებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰუმელსი: "ქართველებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს"


გერმანიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გერმანელმა მცველმა, მათს ჰუმელსმა გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველომ გერმანელებს პრობლემები შეუქმნა. "ცუდია, რომ ამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ვიცოდით,  რომ საქართველო იმაზე ბევრად კარგი გუნდია, ვიდრე ეს რეიტინგშია ასახული. ქართველებმა ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, მაგრამ მაინც შევძელით გამარჯვების მოპოვება", - აცხადებს ჰუმელსი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები