დანიელ ალვეში: "პედროს ვუთხარი, რომ "ბარსელონაში" უნდა დარჩენილიყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დანიელ ალვეში: "პედროს ვუთხარი, რომ "ბარსელონაში" უნდა დარჩენილიყო"


დანიელ ალვეში:
"ბარსელონას" მცველმა, დანიელ ალვეშმა კომენტარი გააკეთა ფორვარდ პედრო როდრიგესის "ჩელსიში" გადასვლაზე. "პედროს ვუთხარი, რომ "ბარსელონაში" უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ამაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ის რომ დარჩენილიყო, აქ ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ. ჩემი ნება რომ იყოს, ვისრუვებდი, რომ აქ მრავალი წლის მანძილზე დარჩენილიყო" , - თქვა ალვეშმა. შეგახსენებთ, პედრო ზაფხულში "ჩელსიში" გადავიდა, დაახლოებით, 30 მლნ ევროდ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები