ანჩელოტი "ბაიერნს" ჩაუდგება სათავეში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი "ბაიერნს" ჩაუდგება სათავეში?


ანჩელოტი
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა "ბაიერნის" მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა შეცვალოს, თუ ესპანელი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას გადაწყვეტს. ბოლო დროს პრესაში არაერთხელ გაჟღერდა ჭორები იმის თაობაზე, რომ გვარდიოლამ, მიუნხენელებთან რომლის კონტრაქტსაც უკვე მომავალ ზაფხულს ეწურება ვადა, ინგლისურ კლუბთან მომავალი თანამშრომლობის ყველა დეტალი შეათანხმა. ანჩელოტიმ კი ახლახანს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სურს, მწვრთნელობას უკვე მომავალი სეზონიდან დაუბრუნდეს. როგორც Mediaset ვარაუდობს, შესაძლოა, სწორედ "ბაიერნი" იქცეს იმ კლუბად, რომელშიც იტალიელი დაფუძნდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე ორივე მხარემ მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას 2-წლიანი კონტრაქტის პირობებზე, რომელიც 2016 წლის ივლისში ამოქმედდება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ გვარდიოლა მაინც გადაწყვეტს პრემიერ-ლიგაში გადასვლას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები