მანჩინი: "იუვენტუსთან" თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩინი: "იუვენტუსთან" თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"


მანჩინი:
"ინტერის" მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და "იუვენტუსთან" მატჩზე კომენტარი გააკეთა. კვირას "ინტერი" სკუდეტოს მოქმედ მფლობელს ეთამაშება და მანჩინი აღიარებს, რომ ეს მატჩი მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "იუვესთან გამარჯვებას შეუძლია ჩვენს გუნდში საქმის გაუმჯობესება და საერთოდ, ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" , - ციტირებს მწვრთნელს Football Italia. "ეს მთელი იტალიის დერბია და დარწმუნებული ვარ, მშვენიერი საღამო იქნება ორ დიდებულ კლუბთან ერთად. ისე უნდა ვითამაშით, როგორც ნამდვილმა "ინტერმა". მატჩისთვის ისე ვემზადებით, როგორც ისტორიული ორთაბრძოლისთვის. ეს ძალიან პრინციპული დერბია, რადგანაც ბოლო დროს ჩვენს კლუბებს შორის ბევრი დაპირისპირება იყო. თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, რამდენადაც შეხვედრის წინ პასუხისმგებლობა დაგვეკისრრება. "იუვესთან" შინ 2010 წლიდან არ მოგვიგია? საკმარისია, ეს ძალიან ბევრია. კონდოგბია უკვე გამოჯანმრთელდა და შეძლებს ჩვენს დახმარებას. ლიაიჩი მალე უნდა შეეჩვიოს ჩვენს თამაშს და შედეგი მოიტანოს. სხვანაირად მას "ინტერში" არ მოვიყვანდი", - ამბობს რობერტო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები