"შენ ჩემი ღმერთი ხარ" - რას ეუბნება კრიშტიანუ რონალდუს თავისი შვილი! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"შენ ჩემი ღმერთი ხარ" - რას ეუბნება კრიშტიანუ რონალდუს თავისი შვილი!


დღეს ინტერნეტსივრცში ახალი კლიპი გამოჩნდა კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ რა თბილი დამოკიდებულება აქვს პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს თავის შვილთან, რომელიც უდედოდ გაზარდა. https://youtu.be/5NJH9pZp7pc ეს იყო ერთ-ერთი სცენა კრიშტიანუ რონალდუს ფილმის გადაღებებიდან. როგორც ფეხბურთელის ოფიციალური twitter იუწყება, ეს არის "წაშლილი სცენა". ვიდეოში რონალდუ სთხოვს თავის ვაჟს, სწორად წარმოსთქვას მისი სრული სახელი და გვარი, რასაც კრიშტიანუ ჯუნიორი ვერ აკეთებს. ერთ-ერთ ეპიზოდში რონალდუ გაოგნებული ამბობს: "ოო, ღმერთო ჩემო" - თავისი შვილი კი პასუხობს: "შენ ხარ ჩემი ღმერთი!".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები