ჰოჯსონი: "შთამბეჭდავი შედეგია, რომლითაც უნდა იამაყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰოჯსონი: "შთამბეჭდავი შედეგია, რომლითაც უნდა იამაყო"


ჰოჯსონი:
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა კომენტარი გააკეთა ევროშესარჩევის ბოლო მატჩში (3:0), ლიტვასთან თავისი გუნდის თამაშზე. "ეს დიდი მიღწევაა. ვამაყობ ჩემი ქვეშევრდომების თამაშით" , - განუცხადა ჟურნალისტებს "სამი ლომის" მწვრთნელმა. "ისინი დიდებულად თამაშობდნენ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. დიდი სამუშაო შევასრულეთ და კმაყოფილი ვარ თამაშის ხარისხით. 10 გამარჯვება მოვიპოვეთ 10 მატჩში. შთამბეჭდავი შედეგია, რომლითაც უნდა იამაყო. ამ შესარჩევ ციკლში ბევრი ტრავმირებული გვყავდა, ამიტომ მინდორზე ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი გადიოდა. თითოეულმა მათგანმა შეიტანა წვლილი ჩვენს წარმატებაში. მათ, ვინც დღეს ინგლისი წარადგინა, კარგად იშრომეს. საფრანგეთში ტურნირზე გუნდის განაცხადში მოხვედრისთვის მათი შანსები გაიზარდა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები