ევრა: "კარიმი დიდებული ბომბარდირია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევრა: "კარიმი დიდებული ბომბარდირია"


ტურინის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, პატრის ევრამ თავის თანაგუნდელ კარიმ ბენზემას დაუჭირა მხარი. "მიმაჩნია, რომ კარიმი დიდებული ბომბარდირია" , - განაცხადა 34 წლის ფეხბურთელმა RMC-სთან ინტერვიუში. "მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, დიდიე დეშამი ხედავს, რომ ის ნომერი პირველია. მან უნდა მიიღოს თავისი სტატუსი. მას უსტვენდნენ სომხეთის წინააღმდეგ მატჩში, მაგრამ თამაშის ბოლოს 2 გოლი გაიტანა. იგნორი უნდა გაუკეთოს კრიტიკას, რამდენადაც, ყველას ვერ გააბედნიერებს. მიმაჩნია, რომ ბენზემასნაირ ფეხბურთელებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათთან ერთად შეგვიძლია ევროს მოგება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები