"ბარსელონა" ობამეიანგს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონა" ობამეიანგს აკვირდება


დორტმუნდის "ბორუსიასა" და გაბონის ნაკრების თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგში კატალონიელები ლონდონის "ჩელსიში" წასულ პედროს შემცვლელს ხედავენ. როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, "ბლაუგრანას" წარმომადგენლები ბოლო დროის მანძილზე ყურადღებით აკვირდებოდნენ გაბონელს და მისმა მუდმივმა პროგრესმა მათზე შთაბეჭდილება მოახდინა. 2013 წლის შემდეგ, რომ ობამეიანგი დორტმუნდელებს შეუერთდა, 107 ჩატარებულ მატჩში 56 გოლით გამოიჩინა თავი. თუმცა, ამ ზაფხულს 26 წლის ფეხბურთელმა "ბორუსაისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა 2020 წლამდე, რაც მას "ბარსელონასთვის" პოტენციურად ძვირ ვარიანტად ხდის. კატალოიურ კლუბს შემტევი ხაზის გაძლიერება სჭირდება ლიონელ მესისა და რაფინია ალკანტარას ტრავმების გამო, ისინი დიდი ხნით გამოეთიშნენ თამაშს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები