ანტონიო კონტე: "არასოდეს თქვა არასოდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანტონიო კონტე: "არასოდეს თქვა არასოდეს"


ანტონიო კონტე:
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მის მომავალთან დაკავშირებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა. "ყველაფერზე შემიძლია გითხრათ: არასოდეს თქვა არასოდეს. "რომა"? რომი მშვენიერი ქალაქია. ვისწავლე ბევრი რამის დაფასება მანამ, სანამ ნაკრებში სამუშაოდ მივიდოდი. "რომას" თაყვანისმცემლები მშვიდად უნდა იყვნენ, გარსია დიდებული მწვრთნელია, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ" , - თქვა კონტემ. შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებთან კონტეს კონტრაქტს 2016 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები