გამორჩეული საფეხბურთო რეკორდები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გამორჩეული საფეხბურთო რეკორდები


ბუნდესლიგის მე-5 ტურის მატჩში "ბაიერნმა" "ვოლფსბურგი" 5:1 დაამარცხა. 51-ე წუთისთვის "რეკორდმაისტერი" მარცხდებოდა, თუმცა მე-60 წუთისთვის უკვე 5:1-ს იგებდა. 45-ე წუთზე შემოსულმა ლევანდოვსკიმ 9 წუთში 5 გოლის გატანა მოახერხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს აქვეყნებს BBC Sport-ი. წყარო ყველა გამორჩეული საფეხბურთო რეკორდების შესახებ წერს. 1000 გოლი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში 1000 გოლზე მეტის გატანა მოახერხა პელეა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 21-წლიანი კარიერის განმავლობაში 1363 მატჩი ჩაატარა და 1279 გოლი გაიტანა. მიდიოდა საუბარი, რომ რომარიოსაც ჰქონდა 1000 გოლზე მეტი გატანილი, თუმცა ფიფამ ბრაზილიელს მიუთითა, რომ არაოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლები ამოეღო სტატისტიკიდან. 1 16 გოლი 1 მატჩში 2015 წლის ივლისში, ოლიმპიადის შესარჩევ ეტპზე ვანუატუმ 46:0 დაამარცხა მიკრონეზია. ჯინ კალტაკმა ამ შეხვედრაში 16 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ფიფა ამ რეკორდს არ სცნობს, რადგან ეს გოლები 23-წლამდელთა შეჯიბრზეა გატანილი. 2 ყველაზე მეტი გოლი 1 მატჩში როგორც უკვე გაცნობეთ, ყველაზე მეტი გოლი 1 შეხვედრაში ჯინ კალტაკმა გაიტანა(16), თუმცა ფიფა ამას არ სცნობს. ფიფა სცნობს, რომ ყველაზე მეტი გოლი 1 მატჩში ავსტრალიელ არჩი ტომპსონს აქვს გატანილი. 2001 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ავსტრალიამ 31:0 დაამარცხა სამოა. ამ თამაშში ტომპსონმა 13 გოლი გაიტანა. 3 ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლის შემდეგ ნიკლას ბენდტნერმა დიდი კვალი ვერ დატოვა "არსენალში", თუმცა ისეთი რეკორდი დატოვა, რომლის მოხსნაც მარტივი არ იქნება. დანიელმა ფეხბურთელმა 2007 წელს "ტოტენჰემს" მოედანზე შესვლიდან 5 წამში გაუტანა გოლი. 4 გოლი ყველაზე შორი დისტანციიდან ეს რეკორდი ამჟამინდელ "ჩელსის" მეკარეს, ასმირ ბეგოვიჩს ეკუთვნსი. 2013 წელს ბეგოვიჩნმა "საუთჰემპტონს" 91 მეტრიდან გაუტანა გოლი, "სტოკ სიტის" შემადგენლობიდან". 5 ყველაზე მეტი გოლი მეკარის მიერ 42 წლის ბრაზილიელ მეკარეს, როგერიო სენის კარიერაში 128 გოლი აქვს გატანილი. ცნობისთვის სენი ახლაც თამაშობს ფეხბურთს, ის "სან პაოლოს" ღისებას იცავს. 6 ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი გასულ სეზონში "საუთჰემპტონის" ფეხბურთელმა, სადიო მანემ, პრემიერ ლიგის მატჩში ზუსტად 2 წუთსა და 56 წამში შეასრულა ჰეთ-თრიკი. 7

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები