კაჭარავა: "მეტი ყურადღება ქართულ ფეხბურთს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაჭარავა: "მეტი ყურადღება ქართულ ფეხბურთს"


13 ოქტომბერს, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ესტონელი თანატოლები 3-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE "ჯვაროსნების" ახალგაზრდა შემტევს, ნიკა კაჭარავას გაესაუბრა. - პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას. შევაფასოთ დღევანდელი თამაში. - სწრაფ გოლზე გავაკეთეთ აქცენტი და დასახული მიზანი შევასრულეთ. სწრაფი ბურთი გავიტანეთ და ამის შემდეგ თამაში ჩვენ წარვმართეთ, ბურთის კონტროლს მივაქციეთ ყურადღება, მომენტებს ველოდებოდით, რამაც შედეგი გამოიღო, კიდევ 2 გოლის გატანა მოვახერხეთ, მეორე ტაიმშიც გვქონდა შანსები, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ გავიტანეთ. - როგორ შეაფასებდი ამ სანაკრებო პაუზას... - ვფიქრობ, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ. შეიძლებოდა, ესპანეთთან ქულის აღება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ამის შანსი კი რეალური იყო. ეს უკვე წარსულია, ნოემბერში 2 ურთულესი მატჩი გველის, რაც ჯგუფის ბედს დიდად გადაწყვეტს. - ჩივაძის თქმით, ქართული ფეხბურთის პრობლემა ფიზიკური მომზადებაა... - ქართულ ფეხბურთს ბევრი პრობლემა აქვს. მათ შორის ფიზიკური მომზადებაც, მაგრამ მხოლოდ ეს არი არის მთავარი პრობლემა. - გულშემატკივრის პოზიციით, როგორ შეაფასებდი ეროვნული ნაკრების მატჩებს, გიბრალტარისა და გერმანიის წინააღმდეგ. - ნაკრების ორივე თამაში ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით, გერმანიის წინააღმდეგ. წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები გერმანიის დონის გუნდებს მოუგებს. ამისთვის, საჭიროა, მეტი ყურადღება ქართულ ფეხბურთს. - საკლუბო სიტუაციას დავუბრუნდეთ. 18-ში, "ცხინვალი" "ჩიხურასთან" რთულ მატჩს გამართავს. გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა... - "ჩიხურასთან" თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენთვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ, მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში ძალიან დავწინაურდებით. და ბოლოს, მინდა ქართველ გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი უამინდობის მიუხედავად, 90 წუთი მხარს მხურვალედ გვიჭერდნენ.

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები