ჰოლანდია ევრო 2016-ის მიღმა დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰოლანდია ევრო 2016-ის მიღმა დარჩა


ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ჰოლანდიისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა. ჰოლანდიელებს ამ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ, თუმცა, პირველ ტაიმში 2 ბურთი გაუშვეს და მოგების შანსი, ფაქტობრივად, დაკარგეს. მეორე ტაიმში სხვაობა სამამდე რობინ ვან პერსიმ გაზარდა, რომელმაც გოლი საკუთარ კარში გაიტანა. ბოლო 20 წუთში ჰოლანდიელებმა 2 გოლის გატანა შეძლეს, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. A ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურად ჩეხეთი და ისლანდია გავიდნენ. თურქეთი კი გადათამაშებიდან შეეცდება გასვლას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები