რა შედეგით დაასრულეს შესარჩევი ციკლი საქართველოს მომავალმა მეტოქეებმა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა შედეგით დაასრულეს შესარჩევი ციკლი საქართველოს მომავალმა მეტოქეებმა?


დასრულდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩი და ცნობილი გახდა იმ 18 ნაკრების ვინაობა, რომლებიც ევრო 2016-ზე ითამაშებენ. მოგეხსენებათ, დანარჩენი 6 ქვეყანა გადათამაშების შედეგად მოხვდება ამ ტურნირზე. საქართველოს ნაკრებმა ეს ციკლი 3 მოგებითა და 7 წაგებით დაასრულა, 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეოთხე ადგილს დასჯერდა. საინტერესოა, რა შედეგით დაასრულეს ეს შესარჩევი ციკლი ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჯგუფში მოლდოვის, სერბეთის, ავსტრიის, ირლანდიისა და უელსის ნაკრებები მოხვდნენ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მოლდოვის ნაკრებისთვის კვლავ წარუმატებელი იყო. მათ 2 ქულით ბოლო ადგილი დაიკავეს და 10 მატჩში 16 ბურთი გაუშვეს. ჩვენს ჯგუფშიც ყველაზე სუსტ მეტოქედ სწორედ მოლდოვა ითვლება. შესამჩნევია, ავსტრიის ნაკრების პროგრესი. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ადვილად, 9 მოგებითა და 1 ფრით გავიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრიელებმა 22 გოლი გაიტანეს და 5 გაუშვეს. უელსი ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. B ჯგუფში მათ მეორე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ბელგიას ჩამორჩნენ. გუნდის უდავო ლიდერმა გარეთ ბეილმა შესარევ ციკლში 7 გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, კრიზისშია სერბეთის ნაკრები. მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ 4 ქულა დააგროვეს. საინტერესოა, როგორ ფორმაში იქნებიან ისინი ერთ წელში, საქართველოსთან. რაც შეეხება ირლანდიის ნაკრებს, ისინი ჩვენ ჯგუფში იყვნენ და მესამე ადგილიც დაიკავეს. ისინი გადათამაშების შედეგად შეეცდებიან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან 2 მატჩი გამართა და ორივე წააგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები