კაკაბაძე: "როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველანაირი დაღლა გეხსნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკაბაძე: "როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველანაირი დაღლა გეხსნება"


13 ოქტომბერს, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ესტონელი თანატოლები 3-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE “ჯვაროსნების” კაპიტანს, ოთარ კაკაბაძეს გაესაუბრა. - პირველ რიგში, გილოცავ გამარჯვებას. შეაფასე დღევანდელი მატჩი. - მშვენიერი თამაში გამოვიდა. მიზნად რაც დავისახეთ, შევასრულეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა. მთავარი გამარჯვება იყო და ეს ასეც მოხდა. - მატჩამდე 1 ღამით ადრე ჩამოფრინდი გერმანიიდან საქართველოში. გზამ ფიზიკურ კონდიციებზე რამდენად იმოქმედა? - მართლაც ისე მოხდა, რომ 1 დღით ადრე ჩამოვფრინდი საქართველოში და მეორე დღეს, ეგრევე მომიწია თამაში, მაგრამ როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველანაირი დაღლა გეხსნება. მადლობა ალექსანდრე ჩივაძეს, ამხელა გზის მიუხედავად, რომ მენდო და თამაშის საშუალება მომცა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც წვიმიან ამინდში ჩვენს მხარდასაჭერად სტადიონზე მოვიდა.

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები