ქურდაძე: "მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით დავძლევთ ამ რთულ ბარიერს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქურდაძე: "მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით დავძლევთ ამ რთულ ბარიერს"


ქურდაძე:
13 ოქტომბერს, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ესტონელი თანატოლები 3-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE საქართველოს ნაკრების მეკარეს, ბექა ქურდაძეს გაესაუბრა. - როგორ შეაფასებდით ესტონეთთან მატჩს? - რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი და აუცილებლად მოსაგები შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ბიჭებმა ეს მისია კარგად შევასრულეთ. უშუალოდ თამაში კი რთული არ აღმოჩნდა, სრულ უპირატესობას ვფლობდით და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მადლობა გულშემატკივარს, რომ წვიმიანი ამინდის მიუხედავად მოვიდა და დაგვაფასა. - რას იტყვი გასულ სანაკრებო პაუზაზე? - შეიძლება, უკეთესი შედეგით დაგვემთავრებინა ესპანეთთან მატჩი. 2:1-ს ვიგებდით, 5 წუთი რომ გაგვეძლო ისე, რომ სწრაფი გოლი არ გაგვეშვა, ვფიქრობ, ამ თამაშს არ წავაგებდით, მაგრამ არა უშავს, დაკარგული არაფერია. წინ კიდევ მნიშვნელოვანი ბრძოლები გველის. - როგორ შეაფასებდით "საბურთალოს" მომდევნო 2 მატჩს? - რა თქმა უნდა, "საპოვნელასთან" გამარჯვებას ველით და იმედი მაქვს, ასეც იქნება. რაც შეეხება "მიდტიულანდს", 2:0 გვჭირდება, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ამის შესაძლებლობა და რესურსი ჩვენს გუნდს გააჩნია. დიდი თხოვნით მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ მოედანზე. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით დავძლევთ ამ რთულ ბარიერს და გავალთ შემდეგ ეტაპზე. - ეროვნული ნაკრების გამოსვლა გიბრალტართან და გერმანიასთან... - ცხადია, რომ ნაკრებმა თამაშს მოუმატა, რაც აისახა ბოლო მატჩებში. ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის მსოფლიო ჩემპიონთან, გასვლაზე, 2:1 წაგება. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გაიღეს მოსაგებად. დიდი მადლობა მათ ამ თავდადებისთვის. ასე თუ გავაგრძელებთ, იმედი მაქვს, ევროპაზეც გავალთ.

ნინი ვაშაკიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები