გურამ კაშია თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გურამ კაშია თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა



საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი და ჰოლანდიური ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია არნემული კლუბის გულშემატკივრების აზრით, გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კაშიას მხარი გამოკითხულთა 74%-მა დაუჭირა. სექტემბერში ქართველმა ფეხბურთელმა ვიტესის მაისურით ერადივიზიონში 3 შეხვედრა ჩააატარა და თავი 3 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ  ქართველი მცველი თვის საუკეთესო ფეხბურთელი აგვისტოშიც გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები