"ემიუ" უილსონს "სელტიკში" გაუშვებს იჯარის წესით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ემიუ" უილსონს "სელტიკში" გაუშვებს იჯარის წესით


"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ჯეიმს უილსონი იანვარში იჯარის წესით "სელტიკში" გადადის. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი შოტლანდიურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, იუწყება Daily Mail. გაზეთის ინფორმაციით, "სელტიკს" უილსონის იჯარის წესით დამატება ჯერ კიდევ აგვისტოში უნდოდა, მაგრამ "ემიუ" ფეხბურთელის გაშვებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც მან 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში უილსონმა "წითელი ეშმაკების" მაისურით მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები