ბენიტესი: "რონალდუს კიდევ სწყურია წარმატებები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი: "რონალდუს კიდევ სწყურია წარმატებები"


"რეალის" მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუს მიღწევებზე. "ასეთი მაჩვენებლების მიღწევა და ამდენი ჯილდოს მოგება ძალიან რთულია. ეს კრიშტიანუს შეუპოვრობას და თავის გამოჩენის სურვილს აჩვენებს. გუნდი მეტ მატჩს მოიგებს, თუ ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც ასე ბევრი გოლი გააქვს. კრიშტიანუმ თავის თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა, ასე რომ, ის აცნობიერებს რომ თანაგუნდელები ძალიან დაეხმარნენ ასეთი წარმატებების მიღწევაში. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ აგრძელებს რეკორდების დამყარებას, მას კიდევ სწყურია წარმატებები და და სრულყოფილება უნდა", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა Marca-სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, "მალმიოსთან" მატჩში რონალდუმ თავის კარიერაში მე-500 და 501-ე გოლები გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები