დე ვრეი ოპერაციას გაიკეთებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ვრეი ოპერაციას გაიკეთებს?


დე ვრეი ოპერაციას გაიკეთებს?
დე ვრეიმ მუხლის დაზიანება თავისი ნაკრების მატჩში თურქეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში მიიღო და მინდორზე "სასუოლოსთან" მატჩში უნდა დაბრუნებულიყო, რომელიც კვირას გაიმართება. მიუხედევად ამისა, "ლაციოს" სამედიცინო პერსონალმა გუშინ ჰოლანდიელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა და აუკრძალა საერთო ჯგუფში სავარჯიშოდ დაბრუნება. ახლა დე ვრეიმ არჩევანი უნდა გააკეთოს: ოპერაცია გაიკეთოს და რამდენიმე თვე გამოტოვოს, რათა საბოლოოდ აღმოფხვრას ეს პრობლემა ან აღდგენით პროცესს დაელოდოს და იმედი იქონიოს, რომ სიტუაცია გამოსწორდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები