რონალდუ: "ჩემი ოცნებაა, კარიერა "რეალში" დავასრულო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "ჩემი ოცნებაა, კარიერა "რეალში" დავასრულო"


რონალდუ:
"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "ჩემი ოცნებაა, კარიერა "რეალში" დავასრულო. თუ ფეხბურთელი საკუთარ თავზე ზრუნავს, 40 წლამდე შეძლებს თამაშს" , - განაცხადა რონალდუმ Marca-სთან ინტერვიუში. "მინდა, "რეალში" შეუსვენებლად ვითამაშო 5-6 წლის განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტი ხნითაც კი. ვგეგმავ, ყოველთვის მქონდეს გატანილი გოლების ისეთი მაჩვენებლები, როგორიც ახლა მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს, ამიტომ, მინდა "რეალთან" ბევრი ჯილდო მოვიგო" , - შეაჯამა მან. ამ კვირაში რონალდუმ კარიერაში მე-4 ოქროს ბუცი მიიღო, ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამას მიაღწია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები