მსოფლიო რეიტინგს სათავეში ბელგია ჩაუდგება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მსოფლიო რეიტინგს სათავეში ბელგია ჩაუდგება


ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან წარმატებულად ჩაატარა. გუნდმა 7 მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრო 2016-ის საგზურიც მოიპოვა. ბელგიელები ფიფას მსოფლიო რეიტინგში, ამჟამად, მესამე ადგილს იკავებენ, თუმცა, ნოემბრის განახლებულ რეიტინგში ისინი პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ, რაც ამ ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა. წლების წინ ბელგია ფიფას რეიტინგში 66-ე პოზიციაზე იყო და საერთაშორისო ტურნირებზეც ვერ გადიოდა. Untitled ბელგიაში ძალიან ნიჭიერი თაობა წამოვიდა, რამაც ამ ქვეყნის პროგრესი განაპირობა და სულ მალე ეს გუნდი გერმანიაზე და არგენტინაზე წინ იდგება. რაც შეეხება არგენტინისა და გერმანიის ნაკრებებს, შეიძლება ითქვას, მათთვის ოქტომბრის თვე წარუმატებელი გამოდგა. ლიდერების გარეშე დარჩენილი არგენტინა ეკვადორთან დამარცხდა, პარაგვაისთან კი ფრედ ითამაშა. გერმანელებმა კი ირლანდიასთან წააგეს, საქართველოს ნაკრებთან კი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში შეძლეს 3 ქულის მოპოვება. შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ გუნდებს ამ თვეში სარეიტინგო ქულები არ მოემატებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის თვეში პირველ ადგილს ბელგია დაიკავებს, მეორეზე არგენტინა იქნება, მესამეზე კი - გერმანია. ასე გამოიყურება ამჟამად ფიფას რეიტინგი rank1 საქართველოს ნაკრები, ამჟამად, რეიტინგში 110-ე ადგილზეა, თუმცა, გერმანიასთან და გიბრალტართან ნაჩვენები თამაშის შემდეგ, არ არის გამორიცხული, კახა ცხადაძის გუნდი საუკეთესო 100 ნაკრებს შორისაც მოხვდეს...

მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები