მსოფლიო რაგბის ფედერაცია საქართველოს ექვს ერში გაწევრიანებაზე ალაპარაკდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მსოფლიო რაგბის ფედერაცია საქართველოს ექვს ერში გაწევრიანებაზე ალაპარაკდა


დასრულდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 მოგებით მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. კერძოდ, ზელანდიასთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ უამრავი ადამიანი ბორჯღალოსნების 6 ერში გაწევრიანებაზე ალაპარაკდა, მათ შორის ფრანგები და უელსელებიც.
რაგბის მსოფლიო თასის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ექვს ერში გაწევრიანებაზე ისაუბრა.
ბრედ გოს-ფერმა ჯგუფური ეტაპის შეჯამებასთან ერთად 6 ერის გაზრდასთან დაკავშირებითაც ილაპარაკა. ტურნირის ორგანიზატორი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების გამოსვლა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული იყო. როგორც ჩანს, მსოფლიო რაგბი საქართველოს 6 ერში გაწევრიანების საკითხს მართლა განიხილავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები