"ტოტენჰემი" - "ლივერპული". ბენტეკე გუნდს ვერ დაეხმარება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ტოტენჰემი" - "ლივერპული". ბენტეკე გუნდს ვერ დაეხმარება


"ლივერპულის" თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს. ბელგიის ნაკრების ფორვარდი, სავარაუდოდ, "ტოტენჰემთან" მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. ბოლოს 24 წლის ფეხბურთელი მინდორზე 20 სექტემბერს გავიდა "ნორვიჩთან" მატჩში (1:1),რომელშიც შესვენებაზე შეცვალეს. ფილიპე კოუტინიო და დანიელ სტარიჯი თამაშისთვის ემზადებიან საერთო ჯგუფში. შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართი მატჩი იურგენ კლოპისთვის პირველი იქნება "წითლების" მთავარი მწვრთნელის რანგში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები