კურტუა: "დეკემბერში დავბრუნდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კურტუა: "დეკემბერში დავბრუნდები"


"ჩელსის" მეკარემ, ტიბო კურტუამ მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესზე ისაუბრა. კურტუამ დაზიანება სექტებრის დასაწყისში მიიღო ბელგიის ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას, ერთ-ერთი ვარჯიშისას. "ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესი ისეთი ტემპით მიმდინარეობს, როგორსაც ველოდით. მალე ჩემს ფიზიოთარაპევტთან მუშაობას დავიწყებ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე ვარჯიშს. რა თქმა უნდა, პროგნოზებში ფრთხილად უნდა ვიყო, მაგრამ იმ პირობით, რომ რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით ჩაივლის, მინდორზე დეკემბერში დავბრუნდები" , - განაცხადა ბელგიელმა გოლკიპერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები