გურამ კაშიამ "ვიტესთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გურამ კაშიამ "ვიტესთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა


საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა არნემის "ვიტესთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი - ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. "ძალიან ვამაყობ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ და მინდა, დიდხანს დავრჩე აქ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბევრი არ მიფიქრია. გადაწყვეტილება მეუღლესთან ერთად მალე მივიღე, რადგან არნემში ვგრძნობ გულშემატკივრების უსაზღვრო სიყვარულს, "ვიტესში" კი დაფასებას"- განაცხადა კაშიამ. შეგახსენებთ, რომ გურამი 2010 წელს გადავიდა "ვიტესში" და ამ დრომდე 191 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მანამდე კაშია "დინამო თბილისის" ღირსებას იცავდა. ჰოლანდიაში სულ, მის ანგარიშზე 16 გოლია, აქედან, 3 გოლი ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში გაიტანა. guram kashia

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები