სომხიშვილი: "როდესაც ტრიბუნიდან ხალხი გგულშემატკივრობს, შენც ათმაგად ინდომებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სომხიშვილი: "როდესაც ტრიბუნიდან ხალხი გგულშემატკივრობს, შენც ათმაგად ინდომებ"


17 ოქტომბერს, 3 საათზე, ქუთაისის "ტორპედო" "რამაზ შენგელიაზე“ სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. მატჩი საინტერესოდ წარიმართება, ვინაიდან, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს შორის დიდ დაპირისპირებას აქვს ადგილი. ამ თემასთან დაკავშირებით, GOAL.GE-სთან "ტორპედოს" ერთ-ერთი წევრი, გიორგი სომხიშვილი საუბრობს. - ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს შორის დაპირისპირება... - რაღაც დოზით გაუგებრობა ყველგან არის და ვთვლი, რომ მოუგვარებელი არაფერია. რაც შეეხება ''ჯუნგლებს'', ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდისთვის მათი გვერდში დგომა. გულშემატკივარი არის ჩვენი ძალა და მათი გვერდში დგომა უფრო მონდომებულებს გვხდის. როდესაც ტრიბუნიდან ხალხი გგულშემატკივრობს, შენც ათმაგად ინდომებ. - რა მოლოდინი გაქვს დინამოსთან მატჩამდე? - ჩემი აზრით დაძაბული და საინტერესო თამაში იქნება, ვინაიდან, გულშემატკივარი ამ მატჩს მთელი სეზონის განმავლობაში ელის.

ნინი ვაშაკიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები