მოდრიჩი 3 კვირა ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოდრიჩი 3 კვირა ვერ ითამაშებს


ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში "ბულგარეთის" წინააღმდეგ (3:0) ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლუკას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Marca კი იუწყება, რომ ხორვატი ვარსკვლავი 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. ამრიგად, მოდრიჩი პრიმერადივიზიონში "ლევანტესთან" და "სელთასთან" გასამართ მატჩებს გამოტოვებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი "პსჟ"-ს წინააღმდეგ ვერ გავა მწვანე მინდორზე. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები