პირველი ლიგა - მე-9 ტური » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირველი ლიგა - მე-9 ტური


დღეს საქართველოს პირველი ლიგის მატჩები გაიმართა. მე-9 ტურის ჯამში ლიდერის პოზიციას ცხინვალის "ლიახვი" იკავებს, რომელმაც დღეს კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა "სამგურალთან". სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე "ბორჯომი" იმყოფება, რომელმაც დღეს "გაგრა" დაამარცხა ანგარიშით, 3:1. ასევე საინტერესო გამოდგა "ბეთლემისა" და "მერცხალის" დაპირისპირება, სადაც გულშემატკივარმა 7 გატანილი გოლი იხილა, აქედან 6 "ბეთლემის" ანგარიშზეა. ბოლოადგილოსან "ალგეთს" კვლავ 3 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს. "ვიტ ჯორჯიამ" 3 ქულის მოპოვება შეძლო "ოდიშთან" და 3:1 დაამარცხა მეტოქე. რაც შეეხება დანარჩენ 3 მატჩს, ისინი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. საკმაოდ საინტერესო გამოდგა დაპირისპირება რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, სადაც ადგილობრივმა "რუსთავმა" ჭიათურის "ჭიათურა" მიიღო. მატჩის პირველივე წუტებიდან მასპინძლების უპირატესობა აშკარა გახდა. ფაქტობრივად პირველი ნახევარი "რუსთავის" უპირატესობით მიმდინარეობდა და არაერთი შანსი ჰქონდა რუსთაველთა 11 ნომერს, მეტრეველს, რომ გოლი გაეტანა, თუმცა ბობღიაშვილი ამის უფლებას არ აძლევდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ციცქიშვილი მეტოქის საჯარიმოში თავად შევიდა, დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარეს მოხვდა, კიდევ სცადა დარტყმა, ამჯერად მცველმა მოიგერია და კვლავ მას მიუვიდა ბურთი, კიდევ დაარტყა, მაგრამ საბოლოოდ "ჭიათურამ" გამოიტანა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი და გაშვებულ გოლს გადაურჩა. მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა ამჯერად ლეგაშვილი უწევდა წინააღმდეგობას, ჭიათურელთა საგოლე მომენტებს. მან რამდენიმე ბურთის მოგერიება შეძლო. საბოლოოდ მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. შეგახსენებთ, პირველი ლიგის სატურნირო ცხრილს მე-9 ტურის შემდეგ: pirveliliga
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები