მერტენსის აგენტი: "ნაპოლის" ზარს ველოდებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერტენსის აგენტი: "ნაპოლის" ზარს ველოდებით"


მერტენსის აგენტი:
"ნაპოლის" ნახევარმცველ დრის მერტენსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის კლიენტს "ნაპოლის" ბანაკში უნდა კარიერის გაგრძელება. "მერტენსი მზადაა "ფიორენტინასთან" მატჩისთვის ბელგიის ნაკრების თამაშების შემდეგ. სკუდეტო? რატომაც არა? დრისი ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევისკენ ისწრაფვის. რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, ეს პრობლემა არაა, და ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს კვირებში გადაწყდება. მიუხედავად ამისა, "ნაპოლის" ზარს ველოდებით, რათა შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განვიხილოთ" , - განაცხადა ბელგიელის აგენტმა. სერია ა-ს მიმდინარე სეზოონში მერტენსმა მინდორზე 5 მატჩი ჩაატარა, მაგრამ შედეგიანობით არ გამოირჩა. ევროპა ლიგაზე ბელგიელს უკეთესი სტატისტიკა აქვს: 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა 2 შეხვედრაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები