"შმელცერი" "მაინცთან" მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"შმელცერი" "მაინცთან" მატჩს გამოტოვებს


დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "მაინცთან" თამაშის წინ ზოგი ფეხბურთელის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. "სამწუხაროდ, შმელცერი საკმარისად მზად არაა ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მისაღებად. ველით, რომ ის მზად იქნება ევროთასის თამაშისთვის, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება. რაც შეეხება დურმს და შაჰინს, ისინი ინტენსიურად ვარჯიშობენ. მაგრამ ორივეს კიდევ განსაზღვრული გზა აქვთ გასავლელი სრულ გამოჯანმრთელებამდე. ნაკრებიდან ფეხბურთელები ტრავმების გარეშე დაბრუნდნენ, თუმცა, ზოგი ცოტა დაიღალა, ზოგმა კი დააგვიანა. ბოლოს მოვიდნენ კაგავა და პაკი, რომლებიც აზიაში თამაშობდნენ" , - თქვა გერმანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები