მახარაძე: ''წელსაც, მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ'' » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მახარაძე: ''წელსაც, მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ''


17 ოქტომბერს, "ჩელე არენაზე", ბათუმის "დინამო" "სამტრედიას" დაუპირისპირდება. "დინამოში" არსებულ სიტუაციაზე და წინა სამატჩო განწყობაზე GOAL.GE-სთან გუნდის კაპიტანი ბექა მახარაძე საუბრობს. - მოლოდინი სამტრედიასთან მატჩამდე… - რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, ვინაიდან “სამტრედია” ძალიან მოძრავი გუნდია და საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ყავთ. ჩვენ არ გვყავს წამყვანი მოთამაშეები, რაც გუნდს ეტყობა კიდეც, მაგრამ მოგება გვჭირდება და მაქსიმალურად ვეცდებით ვძლიოთ მეტოქეს. - ბათუმის „დინამოს“ მიზნები... - ბიჭების ძალისხმევით შარშან მეორე ადგილზე გავედით და წელსაც, მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. მე-9-ე ადგილით არ ვკმაყოფილდებით, სეზონი წინაა და ყველაფერი ბოლოს გამოჩნდება. იმედი მაქვს, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, ერთმანეთის გვერდში დგომით.

ნინი ვაშაკიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები