კლოპი: "მსურს, რომ ჩემი მოთამაშეების თვალებში მეტი მხიარულება დავინახო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "მსურს, რომ ჩემი მოთამაშეების თვალებში მეტი მხიარულება დავინახო"


მერსისაიდული "ლივერპულის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დღეს თავის ახალ გუნდში პირველი წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გამართა. "ჩვენ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. არ მაინტერესებს, რა იყო რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ აქტიურად უნდა მოვემზადოთ ახალი - ურთულესი სამუშაოსთვის. ჩვენ თამასისგან მეტი სიამოვნება უნდა მივიღოთ." გერმანელი მწვრთნელის თქმით, მას "ტოტენჰემთან" მატჩისთვის გეგმა აქვს. "ვარჯიშის მიხედვით ვხვდები, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ შემდეგ ტურში. ჩემი მოთამაშეები ყველა დავალებას სერიოზულობით ეპყრობიან და მე ეს ძალიან მახარებს. ამასთან, არ მინდა, რომ ისინი ვარჯიშებზე ან თამაშებზე დაძაბულები იყვნენ." კლოპის კომენტარი მოთამაშეების მორალურ მდგომარეობაზე. "მე მსურს, რომ ჩემი მოთამაშეების თვალებში მეტი მხიარულება დავინახო. მინდა, რომ მათ მოსწონდეთ თავიანთი საქმე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეტევაზე ორგანიზებულ და ორიენტირებულ გუნდს ჩამოვაყალიბებთ.", - დაასრულა "ლივერპულის" გერმანელმა მენტორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები