"ბარსელონასა" და "ბაიერნის" თამაშებზე ბილეთების ფასი მინიმუმამდე დავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" თამაშებზე ბილეთების ფასი მინიმუმამდე დავიდა


საინტერესო სიახლეს აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა Mirror-ი. წყარო ევროპის ტოპ ჩემპიონატების მატჩების ბილეთების ფასზე წერს. ინგლისის პრემიერ ლიგისა და შოტლანდიის ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა გუნდის სტადიონზე უფრო ძვირია ბილეთის ფასი, ვიდრე "კამპ ნოუსა" და "ალიანს არენაზე". ცნობისთვის, პრემიერ ლიგაში ყველაზე დაბალ ფასად ბილეთებს "ლესტერ სიტი" ყიდის (22 ევრო), ყველაზე ძვირად კი "ჩელსი" (52 ევრო). რაც შეეხება "ბაიერნს", "რეკორდმაისტერისა" და "დორტმუნდის" შეხვედრაზე ბილეთის ფასი 11 ევროდან იწყებოდა. მსგავსი ფასი იყო "ლევერკუზენთან" მატჩზეც. "კამპ ნოუზე" ბილეთის ყველაზე დაბალი ფასი 15 ევროა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები