ნეიმარმა კონტრაქტის ამ ეტაპზე გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარმა კონტრაქტის ამ ეტაპზე გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა


"ბარსელონას" შემტევმა, ნეიმარმა კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ეტაპზე არ მოინდომა. ცნობილია, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს არ სურს ახალი ხელშეკრულების გაფორმება ამ პირობებში. როგორც იცით, კატალონიელებს სატრანსფერო ბაზარზე აკრძალვა აქვთ და ამის გამო მთელი რიგი სანქციები აქვთ დაწესებული. სწორედ ამიტომ, ნეიმარს სურს, რომ კონტრაქტი მაშინ გაახანგრძლივოს, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება. უცხოური გამოცემები იმასაც წერენ, რომ ბრაზილიელმა ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა დაბალი ხელფასის გამო იუარა. ცნობისთვის, "ბარსელონას" შემოსავალმა გასულ წელს 539 მილიონ ევროს მიაღწია, თუმცა, ამ თანხის დიდი ნაწილი დავალიანებების დაფარვას დასჭირდა. ასე რომ, გუნდი ფეხბურთელებს მაღალ ხელფასებს ვერ სთავაზობს...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები