"რეალი" რონალდუს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რეალი" რონალდუს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს?


GOAL.COM-ი წერს, რომ მადრიდის "რეალს" აღარ სურს კრიშტიანუ რონალდუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. 2013 წელს "სამეფო კლუბმა" პორტუგალიელ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელსაც ვადა 3 წელში გასდის და ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი აღარ მიდის. GOAL-ი წერს, რომ მათ პირადად მოიძიეს ინფორმაცია, რომ "რეალი" აღარ აპირებს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. გასულ კვირას, რონალდუს ოქროს ბუცი გადაეცა, სადაც თქვა, რომ კიდევ 5-6 წელი სურს "რეალში" თამაში: "ყველა ფეხბურთელს შეუძლია ითამაშოს 40 წლამდე, თუ საკუთარ თავს კარგად მოუვლიან და ინტენსიურად ივარჯიშებენ. მე მსურს, რომ კიდევ 5-6 წელი ვითამაშო "სამეფო კლუბში". როგორც ხედავთ, ფეხბურთელს სურს კიდევ დიდი ხნით "რეალში" თამაში, თუმცა, გასახსენებელია ფლორენტინო პერესის კომენტარიც: "რა თქმა უნდა, მსურს, რომ კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" დარჩეს, თუმცა, მომავალზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ არავინ იცის რა იქნება..."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები