მაურისიო პოჩეტინო: "ეს ფანტასტიური თვე იყო გუნდისთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაურისიო პოჩეტინო: "ეს ფანტასტიური თვე იყო გუნდისთვის"


"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა სექტემბერში ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე. "ეს კარგია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ, ზოგადად, კლუბისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ჯილდო საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ კლუბის ყველა თანამშრომელს, ასევე, გულშემატკივრებს. ყველა მათგანმა შეიტანა თავისი წვლილი ამ წარმატებაში. ეს ფანტასტიური თვე იყო გუნდისთვის. მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ "სანდერლენდთან" და "კრისტალ პალასთან", მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვებაა" , - თქვა პოჩეტინომ.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები