მაურო იკარდი: "საინტერესოა, ეშინიათ თუ არა ჩემი "იუვენტუსში"?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაურო იკარდი: "საინტერესოა, ეშინიათ თუ არა ჩემი "იუვენტუსში"?"


"ინტერის" კაპიტანმა, მაურო იკარდიმ "იუვენტუსის" წინააღმდეგ სერია ა-ს მე-8 ტურის მატჩის მოლოდინებზე კომენტარი გააკეთა. "ეს განსაკუთრებული თამაშია. საინტერესოა, ეშინიათ თუ არა ჩემი "იუვენტუსში"? ყოველთვის გამაქვს თუ არა გოლი "ბიანკონერის" კარში? გოლის გატანა მაშინ დავიწყე, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და არასდროს გავჩერებულვარ. ეს ახლა თუ უნდა გავაკეთო? ცხოვრებაში ყოველთვის ისე ვიქცეოდი, რომ საკუთარი გზიდან არ გადამიხვევია და ყოველთვის მართალი ვიყავი. ახლა სიამოვნებას ვიღებ ჩემი შესანიშავი ოჯახით. ყველაფერი მაქვს, რაც მსურდა: ოთხი ლამაზი ბავშვი და ფეხბურთი" , - ციტირებს იკარდის Football Italia, La Stampa-ზე დაყრდნობით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები