იურგენ კლოპი: "ორი თავდამსხმელი გვყავს - სტარიჯი და ორიჟი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იურგენ კლოპი: "ორი თავდამსხმელი გვყავს - სტარიჯი და ორიჟი"


"ლივერპულის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ინგლისის ჩემპიონატის მისთვის სადებიუტო მატჩის წინ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, გუნდის ფორვარდებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, მერსისაიდელთა თავდამსხმელი დენი ინგზი ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე გამოეთიშა თამაშს. "ჩვენ ორიჟი გვაყვს, თქვენ რა, მას არ იცნობთ? ახლა შეტევაში სტარიჯი და ორიჟი გვყავს. 2 თავდამსხმელი, მეტი არ მჭირდება. რაც შეეხებათ ფირმინოს და ბენტეკეს, ისინი უკვე ახლოს არიან დაბრუნებასთან. იმედი მაქვს, სრულფასოვან ვარჯიშს დაიწყებენ მომავალ კვირას", -თქვა კლოპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები