"რომას" სტროოტმანთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რომას" სტროოტმანთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია


"რომას" ნახევარმცველ კევინ სტროოტმანს ჯერ კიდევ არ გაუფორმებია კლუბთან ახალი კონტრაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia და Gazzetta dello Sport ავრცელებენ. მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა, თუმცა, ფეხბურთელს ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი. ამასთან დაკავშირებით "რომას" პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ ჰოლანდიელთან კონტრაქტი უკვე გახანგრძლივებულია. "არასდროს გვიფიქრია კევინთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. პირიქით, მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივეთ ნიშნად იმისა, თუ რამდენად ძლიერ ვაფასებთ მას" , - თქვა პალოტამ Facebook-ში გულშემატკივრების კითხვებზე პასუხისას. 2014 წლის მარტიდან მოყოლებული სტროოტმანმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 3 ოპერაცია გაიკეთა ჯვარედინ მყესებზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები