უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ


უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები და ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. ამ შაბათ-კვირას საკლუბო ჩემპიონატებისგან მონატრებულ გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო მატჩი ელის. Goal.ge ტრადიციულად გთავაზობთ უიქენდის 5 გამორჩეულ შეხვედრას, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ. "ტოტენჰემი" - "ლივერპული" პრემიერლიგის ტური ძალიან საინტერესო მატჩით გაიხსნება. "ტოტენჰემი" ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შედის. სწორედ ამ მატჩში შედგება გერმანელი სპეციალისტის, იურგენ კლოპის დებიუტი "ლივერპულში". საინტერესოა, როგორ ითამაშებს კლოპის "ლივერპული" "მამლების" წინააღმდეგ. მატჩი 17 ოქტომბერს, 15:45 წუთზე გაიმართება. "ევერტონი" - "მანჩესტერი" "ტოტენჰემი" - "ლივერპულის" მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 18 საათზე გულშემატკივარს კიდევ ერთი სუპერ მატჩი ელის - "ევერტონი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერს" მიიღებს. ამ გუნდებს შორის გამართული წინა დაპირისპირება მერსესაიდელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. "ნაპოლი" - "ფიორენტინა" მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია "ფიორენტინა". გუნდს 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. "ნაპოლი" კი მე-6 ადგილზეა, თუმცა, თუ ნეაპოლელები ამ მატჩში გაიმარჯვებენ, ამ გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდება. შეხვედრა სტარტს 18 ოქტომბერს, 17 საათზე აიღებს. "ინტერი" - "იუვენტუსი" "იუვენტუსმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. მოქმედ ჩემპიონებს სერია ა-ში მხოლოდ 2 მოგება აქვთ. "ინტერმა" კი ზაფხულში რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატა და საკმაოდ კარგ ფორმაშიც შევიდა. "ბებერ ქალბატონებს" ამ შეხვედრაში 3 ქულა სჭირდებათ. მატჩი 18 ოქტომბერს, 22:45 წუთზე გაიმართება. "სოსიედადი" - "ატლეტიკო" 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 18 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართება ძალიან საინტერესო მატჩი "სოსიედადსა" და "ატლეტიკოს" შორის.  ამ გუნდებს შორის გამართული წინა შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "სოსიედადმა" "ატლეტიკოს" ბოლოს 1 წლის წინ მოუგო.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები